იურიდიული სერვისები

ოჯახური დავები
back | სერვისების სექცია

ოჯახური დავები

საოჯახო ტიპის დავებს განეკუთვნება ისეთი საკითხები, რომლებიც უკავშირდება ოჯახს.

საოჯახო სამართლიდან გამომდინარე დავები საკმაოდ მრავალფეროვანია და ისინი მოიცავს შემდეგ საკითხებს:

- განქორწინება
- ქორწინების ბათილად ცნობა
- მეუღლეთა ქონების/თანასაკუთრების გაყოფა
- ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა და ალიმენტის დაკისრება
- მეუღლეთა ურთიერთრჩენის ვალდებულება
- ბავშვის მამობის დადგენა
- მარტოხელა მშობლის სტატუსი
- მშობლების უფლება-მოვალეობები შვილების მიმართ
- სხვა საკითხები, რომელბიც უკავშირდება ოჯახს

FAQ - ხშირად დასმული შეკითხვები

ამ სექციაში თვენ მიიღებთ პასუხებს აქტუალურ შეკითხვებზე

- მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება მათი საერთო საკუთრება აიმ შემთხვვაშიც, როდესაც ერთ-ერთი მეუღლე ეწეოდა საოჯახო საქმიანობას და არ ჰქონდა დამოუკიდებელი შემოსავალი.

- თუ თქვენ თავდებობის ხელშეკრულების თანახმად ხართ სოლიდარული თავდები, კრედიტორს შეუძლია მოგთხოვოთ ვალდებულების შესრულება ისე, რომ არც კი სცადოს ძირითადი მოვალის მიმართ იძულებითი აღსრულება თუ ჩათვლის, რომ ძირითადი მოვალე გადახდისუუნაროა და შესაბამისი შედეგი არ დადგება.

- ბავშვის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის მისი მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის მიერ განკარგვა დასაშვებია ბავშვის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად, სასამართლოს თანხმობის საფუძველზე.

- სესხის მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა შეადგენს 3 წელს. ზოგადი წესის მიხედვით, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ხანდაზმულობა ვრცელდება. ხანდაზმულობა გულისხმობს კონკრეტულ ვადას, რომლის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი განაცხადოს მოთხოვნის შესრულებაზე.

- ჩუქება შეიძლება გაუქმდეს ერთი წლის განმავლობაში მას შემდეგ, რაც მჩუქებელი შეიტყობს იმ გარემოების შესახებ, რომელიც მას ჩუქების გაუქმების უფლებას აძლევს.