იურიდიული სერვისები

სამშენებლო სამართალი
back | სერვისების სექცია

სამშენებლო სამართალი

გთავაზობთ მშენებლობის ნებართვის მოპოვების, პროექტის დამტკიცებისა და მშენებლობასთან დაკავშირებულ საკითხებში სამართლებრივ დახმარებას და კლიენტის ინტერესების დაცვას, მოგიმზადებთ მშენებლობასთან დაკავშირებულ ხელშეკრულებებს (მათ შორის ბრძანაბებს, ნასყიდობის, წინარე ნასყიდობისა და სხვადასხვა ტიპის ხელშეკრულებებს), გაგიწევთ წარმომადგენლობას სამივე ინსტანციის სასამართლოსა და ადმინისტრაციულ ორგანოებში.

FAQ - ხშირად დასმული შეკითხვები

ამ სექციაში თვენ მიიღებთ პასუხებს აქტუალურ შეკითხვებზე

- მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება მათი საერთო საკუთრება აიმ შემთხვვაშიც, როდესაც ერთ-ერთი მეუღლე ეწეოდა საოჯახო საქმიანობას და არ ჰქონდა დამოუკიდებელი შემოსავალი.

- თუ თქვენ თავდებობის ხელშეკრულების თანახმად ხართ სოლიდარული თავდები, კრედიტორს შეუძლია მოგთხოვოთ ვალდებულების შესრულება ისე, რომ არც კი სცადოს ძირითადი მოვალის მიმართ იძულებითი აღსრულება თუ ჩათვლის, რომ ძირითადი მოვალე გადახდისუუნაროა და შესაბამისი შედეგი არ დადგება.

- ბავშვის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის მისი მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის მიერ განკარგვა დასაშვებია ბავშვის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად, სასამართლოს თანხმობის საფუძველზე.

- სესხის მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა შეადგენს 3 წელს. ზოგადი წესის მიხედვით, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ხანდაზმულობა ვრცელდება. ხანდაზმულობა გულისხმობს კონკრეტულ ვადას, რომლის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი განაცხადოს მოთხოვნის შესრულებაზე.

- ჩუქება შეიძლება გაუქმდეს ერთი წლის განმავლობაში მას შემდეგ, რაც მჩუქებელი შეიტყობს იმ გარემოების შესახებ, რომელიც მას ჩუქების გაუქმების უფლებას აძლევს.