იურიდიული სერვისები

საიმიგრაციო მომსახურება
back | სერვისების სექცია

საიმიგრაციო მომსახურება

გთავაზობთ მომსახურებას საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემდეგი სახის ბინადრობის ნებართვის მისაღებად:

  • შრომითი ბინადრობის მოწმობა - რომელიც გაიცემა საქართველოში სამეწარმეო ან შრომითი საქმიანობის განსახორციელებლად

  • სასწავლო ბინადრობის ნებართვა - რომელიც გაიცემა საქართველოში ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის მიზნით

  • მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა - მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა, გაიცემა უცხოელზე, რომელსაც საქართველოს ტერიტორიაზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აქვს საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე (გარდა სასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწისა), რომლის საბაზრო ღირებულება აღემატება 100 000 აშშ დოლარის  ლარში ეკვივალენტს, და მისი ოჯახის წევრებზე. მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გასაცემად უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულებას ადგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს − აკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტებული ორგანოს სერტიფიცირებული შემფასებელი

  • საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა - საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა, რომელიც გაიცემა იმ უცხოელზე და მისი ოჯახის წევრზე, რომელმაც „საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, განახორციელა არანაკლებ 300 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტის ოდენობის ინვესტიცია ან რომელსაც საქართველოს ტერიტორიაზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აქვს საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე (გარდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა), რომლის საბაზრო ღირებულება აღემატება 300 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტს. ამ ქვეპუნქტის მიზნებისათვის ოჯახის წევრებად ითვლებიან უცხოელის მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი და მის სრულ კმაყოფაზე მყოფი მხარდაჭერის მიმღები ან შრომისუუნარო პირი, აგრეთვე უცხოელის სრულ კმაყოფაზე მყოფი პირი, რომელიც შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობით დადგენილი წესით ქმედუუნაროდ არის ცნობილი

  • ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვა - რომელიც გაიცემა ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელის ოჯახის წევრებზე

  • საქართველოს ყოფილი მოქალაქის ბინადრობის ნებართვა - საქართველოს ყოფილი მოქალაქის ბინადრობის ნებართვა, რომელიც გაიცემა უცხოელზე, რომელსაც შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა

  • მუდმივი ცხოვრების ნებართვა - მუდმივი ცხოვრების ნებართვა, რომელიც გაიცემა საქართველოს მოქალაქის მეუღლეზე, მშობელზე, შვილზე. მუდმივი ცხოვრების ნებართვა გაიცემა აგრეთვე უცხოელზე, რომელმაც საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვის საფუძველზე იცხოვრა ბოლო 6 წლის განმავლობაში. ამ ვადაში არ ითვლება საქართველოში სწავლის ან მკურნალობის მიზნით ცხოვრებისა და დიპლომატიურ და მათთან გათანაბრებულ წარმომადგენლობებში მუშაობის პერიოდი


  • ჩვენი ადვოკატები გაგიწევენ მომსახურებას საქართველოს სასამართლოებში თუ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ უარი გითხრათ ნებისმიერი ტიპის ბინადრობის ნებართვის გაცემაზე.
  • FAQ - ხშირად დასმული შეკითხვები

    ამ სექციაში თვენ მიიღებთ პასუხებს აქტუალურ შეკითხვებზე

    - მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება მათი საერთო საკუთრება აიმ შემთხვვაშიც, როდესაც ერთ-ერთი მეუღლე ეწეოდა საოჯახო საქმიანობას და არ ჰქონდა დამოუკიდებელი შემოსავალი.

    - თუ თქვენ თავდებობის ხელშეკრულების თანახმად ხართ სოლიდარული თავდები, კრედიტორს შეუძლია მოგთხოვოთ ვალდებულების შესრულება ისე, რომ არც კი სცადოს ძირითადი მოვალის მიმართ იძულებითი აღსრულება თუ ჩათვლის, რომ ძირითადი მოვალე გადახდისუუნაროა და შესაბამისი შედეგი არ დადგება.

    - ბავშვის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის მისი მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის მიერ განკარგვა დასაშვებია ბავშვის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად, სასამართლოს თანხმობის საფუძველზე.

    - სესხის მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა შეადგენს 3 წელს. ზოგადი წესის მიხედვით, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ხანდაზმულობა ვრცელდება. ხანდაზმულობა გულისხმობს კონკრეტულ ვადას, რომლის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი განაცხადოს მოთხოვნის შესრულებაზე.

    - ჩუქება შეიძლება გაუქმდეს ერთი წლის განმავლობაში მას შემდეგ, რაც მჩუქებელი შეიტყობს იმ გარემოების შესახებ, რომელიც მას ჩუქების გაუქმების უფლებას აძლევს.