შრომითი დავები
ჩვენი ადვოკატები იცავენ დასაქმებულთა ინტერესებს. მაშინ, როდესაც დამსაქმებელთან შეუძლებელია შეთანხმების მიღწევა და იგი უარს ამბობს დასაქმებულისათვის კომპენსაციის მიცემაზე, ან დამსაქმებელმა უსაფუძვლოდ გაათავისუფლა დასაქმებული დაკავებული პოზიციიდან, ან დამსაქმებელი უარს ამბობს დასაქმებულისათვის კუთვნილი ანაზღაურების მიცემაზე, ჩვენი ადვოკატები დაიცავენ თქვენს ინტერესებს ყველა ინსტანციის სასამართლოში. მომსახურება გულისხმობს წარმომადგენლობასა და სარჩელის, შესაგებლის, საჩივრისა და სხვა ტიპის დოკუმენტების მომზადებას.